გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კრწანისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

29-04-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრწანისში ორი მოქალაქის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.


სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"მიმდინარე წლის 29 აპრილს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე ორი მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1987 წელს დაბადებული ი.გ. დაშავდა.
შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრაძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, სადაც იპოვეს მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა. შედეგადაც ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანება. ორივე დაშავებული მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს"-აცხადებენ შსს-ში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930