გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

10-04-2021

გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ ეტაპზე თავდაცვის ძალების ის კონტინგენტი იცრება, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთში წასასვლელად ემზადება. მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება.

სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ტარდება. სამხედრო ჰოსპიტალში ვაქცინაციის პროცესი შესაბამისი წესების დაცვით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930