გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: ისევე როგორც სხვა ყოფილი წევრებისთვის, ჩემთვის პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არასდროს ყოფილა

1-05-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მისთვის პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არასდროს ყოფილა და არც იქნება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტსაბჭოს სტრუქტურა პარტიის თავმჯდომარისთვის სამართავად მოქნილი იყოს.
„ჩემთვის პოლიტსაბჭოს წევრობა, ისევე როგორც სხვა წევრებისთვის, ვინც დღეს პოლიტსაბჭოს წევრები არ არიან, თვითმიზანი არ ყოფილა და არც იქნება, რადგანაც პოლიტსაბჭო პირველ რიგში არის ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პარტიის კურსს, პარტიის სტრუქტურებს აყალიბებს და სტრატეგიულ კურსს განსაზღვრავს. ამას აკეთებს პარტიის თავმჯდომარე და მისთვის ყველაზე მოქნილი სისტემა უნდა შექმნილიყო. ამიტომ შემცირდა წევრთა რაოდენობა 21-დან 15-მდე, იმიტომ რომ მართვის თეორების მიხედვით 15 ადამიანი ის ოპტიმალური სტრუქტურაა, რომელიც შესაძლებელია მართო“- განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ საბჭოს წევრობის კანდიდატთა ვინაობა გახდა ცნობილი. ესენი არიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, კახა კალაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930