გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მღებრიშვილი: აშკარაა, რომ ბორჯომში ხანძარი ადამიანის მიერაა გაჩენილი

1-05-2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომში, სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა.

მისივე თქმით, ხანძრის ადგილას ცეცხლის დაახლოებით ათი კერა აღმოაჩინეს.

ამის შესახებ მღებრიშვილმა ბორჯომში, ხანძრის კერების მონახულების შემდეგ განაცხადა. 

„ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე არ არსებობს. დაახლოებით 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე 10 სხვადასხვა კერა იქნა აღმოჩენილი. ეს მიუთითებს იმას, რომ აქ ბუნებრივი ფაქტორები გამორიცხულია. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ხანძარი გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით“- განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ საკირეში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930