გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატრიარქმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დალოცა

29-04-2021

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი მიიღო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწყების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა, ქართული ჯარი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930