გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრი „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

5-05-2021

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“​ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვახტანგ გომელაურთან ერთად, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაქცინაცია ჩაუტარდათ მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელ პირებს და პოლიციის თანამშრომლებს.

"გავიკეთე აცრა "სინოფარმის" ჩინური წარმოების ვაქცინით. მინდა ყველას მოვუწოდო პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, წავახალისო ისინი, ასევე მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა.

რასაც ვხედავთ ჩვენ მსოფლიოში, რაც ხდება, სამწუხაროდ, წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი არ შეიცვალა. უარესდება დღითიდღე მდგომარეობა, მსოფლიოში ყველგან და ჩვენთანაც, მათ შორის და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. რასაც ვხედავთ, რასაც გვეუბნება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031