გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

5-05-2018

იაპონიის საპორტო ქალაქ ფუკუოკაში, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად ითვლება, ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში იყო. ქართული ღვინის დეგუსტაციას ასევე იაპონელი ტოპ-სომელიე ჰიროში იშიდა უძღვებოდა.


დეგუსტაცია-სემინარს 100-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო: სომელიე, ღვინის იმპორტიორი, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენელი.

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი“ (რქაწითელი სუპერიორი), „შალაურის ღვინის მარანი“ (რქაწითელი, მწვანე), „შუმი“ (ხაზი „იბერიული“ - მწვანე, მუკუზანი), „გიუაანი“ (საფერავი ბარელი) და „ორგო“ (საფერავი).


ქართული ღვინის წარდგენის მიზანი იყო იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა, შემდგომში ექსპორტის ზრდის მიზნით.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრეზენტაციის მონაწილე რამდენიმე სტუმარმა იმ დღესვე გამოხატა მზადყოფნა, ჩართოს ქართული ღვინო მათი რესტორნების მენიუში.


იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 73 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 139%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031