გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: ორი ადამიანის გარდაცვალება შესაძლოა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკს უკავშირდებოდეს

6-05-2018

თბილისში, ორი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE უცვლელად გთავაზობთ:


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინებში გარდაცვლილები არიან 39 წლის ლ.კ. და 38 წლის კ.კ.-ს.


ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ.


დათვალიერების შედეგად, არცერთ მათგანს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის შემდეგად გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.


გამოძიების პირველადი ინფორმაციით გარდაცვალება შესაძლოა უკავშირდებოდეს ე.წ. კლუბური ნარკოტიკის მიღებას. სამართალდამცველები რამდენიმე მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.


ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი არის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გავრცელების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა და ნარკოტიკებისგან გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირება.


სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს 18 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება. მათ შორის შემდეგი სახის ე.წ. „კლუბური ნარკოტიკი:“ ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი, 1 კილო და 355 გრამი „მდმა“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930