გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაშინგტონში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი გაიხსნა

9-05-2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ალექსანდრე ქართველის ასოციაცასთან ერთად ალექსანდრე ქართველისადმი მიღძვნილი საღამოების ციკლის Alexander Kartveli STEM Speaker Series გახსნით საღამოს უმასპინძლა.

საქართველოში დაბადებული ალექსანდრე ქართველიშვილი აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად არის მიჩნეული. საღამოების ციკლი მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

საღამო საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ გახსნა. მან NASA-ს მიერ კოსმოსში ქართული სიმღერის ჩაკრულოს გაშვება აღნიშნა. საღამოზე ასევე სიტყვით გამოვიდა ალექსანდრე ქართველის ასოციაციის პრეზიდენტი რიჩარდ რუბინი, რომელმაც ალექსანდრე ქართველის ცხოვრებასა და მის ნამუშევრებზე ისაუბრა.

გახსნით საღამოზე სიტყვით წარსდგა NASA-ს ცნობილი ინჟინერი, ჯონ კასანი, რომელიც 50 წელზე მეტია სხვადასხვა კოსმოსურ მისიებს აწყობს. სიტყვით გამოსვლისას, ჯონ კასანიმ საკუთარ მისიებსა და NASA-ს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930