გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა

9-05-2018

ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა შენახვა გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარედგინა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაცო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტზე გ.გ. და ნ.გ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ. და ნ.გ. მობილური ტელეფონის საშუალებით, რომელშიც გააქტიურებული იყო საკომუნიკაციო საშუალება „Telegram”-ი, ახორციელებდნენ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გასაღებას. კერძოდ, გ.გ. და ნ.გ. „Telegram”-ის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემძენი პირის მიერ თანხმობის მიღების შემდეგ, უგზავნიდნენ ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს და აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უგზავნიდნენ ფოტოს, მისამართის და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც უტოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. 
ბოლო ორი თვის მანძილზე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გ.გ.-ს და ნ.გ.-სგან კანონით დადგენილი წესით განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა, რაც შემდგომში ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით. 
2018 წლის 9 მაისს, ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების გ.გ.-ს და ნ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 
დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930