გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მე-5 წელს, „Elbit”-ის საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს

10-05-2018

საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში დარგის ლიდერი ხდება - სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ATC, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრ ელი კოენთან ერთად გახსნა. 
საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი დოლარია, 300 ადამიანს ასაქმებს. 
როგორც პრემიერ-მინისტრმა ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, „Elbit Systems”-ის მიერ სწორედ საქართველოს შერჩევა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა. 
„ნამდვილად საამაყოა ის ფაქტორები, რომლებმაც ეს არჩევანი განაპირობა. ეს არის - ამ დარგში უკვე არსებული გამოცდილება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე, ევროკავშირთან, რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და, რა თქმა უნდა - ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. აღსანიშნავია, რომ ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ, მე-5 წელს, საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის პოტენციური მყიდველები იქნებიან მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები და საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ფასით, ისე - ხარისხით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ საწარმოში დასაქმებულთა 90 პროცენტზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტია, ვინაიდან ქვეყანას ეყოლება მაღალი კვალიფიკაციის, მაღალტექნოლოგიური საწარმოო პროცესის უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალები. 
თანამშრომლებმა უკვე გაიარეს გადამზადების პროგრამა ისრაელში და ისრაელის წამყვანმა სპეციალისტებმა მათ პროფესიონალიზმს ძალიან მაღალი შეფასება მისცეს.
“ჩვენ წელს ვზეიმობთ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, თანამედროვე საქართველოს 100 წლის იუბილეს. ასევე ისრაელი ზეიმობს თანამედროვე ისრაელის 70 წლის იუბილეს და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ასეთი საზეიმო დღეა. ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის სიხარული გაერთიანდა ამ ულამაზეს პროექტში და ეს არის საქართველოში ავიაინდუსტრიის დარგის გაცოცხლების დღე. ეს არის საქართველოსა და ისრაელს შორის განხორციელებული ყველაზე მსხვილი ერთობლივი ინდუსტრიული პროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მაგრამ, ეს არის მხოლოდ პირველი მერცხალი. დამერწმუნეთ, ამ პროექტის შემდეგ იქნება არაერთი ერთობლივი ინდუსტრიული პროექტი. ისრაელი არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოში ყველაზე წამყვანი ტექნოლოგიები მიაწოდოს საქართველოს. ჩვენ მივესალმებით ისრაელის ყველაზე მსხვილ ინვესტიციას საქართველოში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრმა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს საპარტნიორო ფონდს, ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს და მის გუნდს, დავითტ საგანელიძის წინამორბედ ირაკლი კოვზანაძეს, რომლის დროსაც პროექტის განხორციელება დაიწყო, ასევე - მთავრობის ეკონომიკური გუნდის სამინისტროებს და კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ს. 
მსოფლიოში წამყვანი კომპანია „Elbit Systems Cyclone“ თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო გიგანტებთან, როგორებიცაა Boeing-ი, Bombardier-ი და Airbus-ი და ა.შ.
ქარხნის გახსნის ცერემონიაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა, ისრაელიდან მოწვეულმა სტუმრებმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031