გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება

11-05-2018

პოლიტიკური გაერთიანება  “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”  რიგით მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება. ყრილობა  პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

ყრილობა გაიმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ყრილობის პროცედურული ნაწილი 16:00 საათზე დაიწყება. 

განიხილება ყრილობის წესდებით გათვალისწინებული საკითხები: აირჩევენ ყრილობის მდივანს, ხმის დამთვლელ კომისიას და სარევიზიო კომისიის წევრებს.  დამტკიცდება ყრილობის დღის წესრიგი,  წარადგენენ პოლიტსაბჭოს  და სარევიზიო კომისიის ანგარიშს ასევე  წესდებაში შევა ცვლილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შემცირებაზე.

17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება.

ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031