გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილისა და ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით ვაზისუბანში გამწვანების აქცია მოეწყო

11-05-2018

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ლევან დავითაშვილისა და პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით ვაზისუბანში გამწვანების აქცია - „მწვანე სივრცე სიცოცხლისთვის“ მოეწყო.


დეპუტატებმა და ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 50 ძირი კვიპაროსის ნერგი დარგეს.


ლევან დავითაშვილის განცხადებით ჯანსაღი გარემო და მწვანე სივრცეები მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას ჯანსაღი ეკოსისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. სუფთა გარემო და მწვანე სივრცეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის"-აღნიშნა დავითაშვილმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930