გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ნარკოპოლიტიკის განახლებული კანონპროექტი მომხმარებლების მიმართ გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას ითვალისწინებს 

15-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტში უახლოეს მომავალში გავა. 
ამის შესახებ პრემიერმა ნარკოპოლიტიკის ახალი კანონპროექტის თაობაზე განაცხადა, რომელზეც პარლამენტი ჯერ კიდევ მუშაობს. 
„რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გუშინ იყო ამაზე საუბარი და გაიცა დაპირებებიც, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გავა კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას და ასევე - ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასოდეს შეეგუება.

ასევე, ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წევრები, აუცილებლად - თბილისის მერი, პარლამენტარები და ჩვენ ვისაუბრებთ ხელისუფლების კომპლექსურ გეგმაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა დაა ხელმისაწვდომობის კუთხით. ეს იქნება კომპლექსური, საყოველთაო ჩართულობის გათვალისწინებით შედგენილი გეგმა, რომლის აღსრულებაში, დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება.

საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ მმართველმა გუნდმა იმუშავა მაქსიმალური, ძალიან კარგი კოორდინაციით. იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის ჩართულობა, აბსოლუტურად ყველა იყო ჩართული. გუშინ, კონკრეტულად მინისტრ გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო ოპტიმალური იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. მთელი ამ ორი დღის განმავლობაში, პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული კახი კალაძე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე და მეც. ჩვენ, ყველამ ერთად პრაქტიკულად ორი დღე-ღამე გავათენეთ და შედეგად მივიღეთ ის, რომ თავიდან ავიცილეთ დაპირისპირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. დანარჩენი მომავალ დღეებში გამოჩნდება“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930