გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერიას ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 30 მლნ გამოეყოფა

16-05-2018

თბილისის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დამატებითი ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

 

„სახელმწიფო ბიუჯეტში გამოინახა შესაძლებლობა, რომ მერიასუახლოეს დღეებში დამატებით, 30 მლნ ლარი გადმოეცეს, რომელიც ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებსმოხმარდება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა, რომლითაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასშევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, აღნიშნული 30 მლნ ლარის ათვისება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს.

 

„აღნიშნული თანხა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლადიყოგანსაზღვრული, მაგრამ მოგვეცა საშუალება, რომ თანხა წელსვე ავითვისოთ.მომავალ წელს ეს 30 მლნ, რომელიც ბიუჯეტი აისახება, სპორტული კომპლექსების მშენებლობაზედაიხარჯება, რაც ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930