გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გეგეშიძის ბაღთან, რკინიგზის სადგურთან და მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად კომპანიებს ტერიტორია 1 ლარად გადაეცემა

16-05-2018

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად სამი ლოკაცია დედაქალაქში დაინტერესებულ კერძო კომპანიებს  სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა  კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, სამივე ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი, ხოლო ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტსმეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს.

 

თბილისის მერმა ბიზნესსექტორს მოუწოდა, აღნიშნული შესაძლებლობით დაინტერესდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქალაქის საკეთილდღეოდ იმუშაონ.

 

„მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით, სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვაგამოვაცხადეთ. ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ იაქტიურონ ამ პროექტების განსახორციელებლად. მათ ამ კონკრეტულ ლოკაციებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცემთ. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და აღნიშნული პროექტების ერთად განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930