გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის წინაშე პარასკევს წარსდგება

16-05-2018

პარლამენტის ბიურომ განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის, გიორგი გახარიას 2018 წლის 15 მაისის მიმართვა 2018 წლის 18 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის თაობაზე.


ბიუროს გადაწყვეტილებით მოსმენა ჩატარდება 18 მაისის პლენარულ სხდომაზე. შსს-ს მინისტრის მომართვის საფუძველზე, მოსმენა გაიმართება სამ საკითხზე:


• 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ;


• შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ;


• 2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.


მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტარები 50-მდე კანონპროექტზე იმსჯელებენ და სარატიფიკაციო დოკუმენტებს განიხილავენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930