გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აბელ აბესაძე: გუნდიდან გაშვებული ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს საკუთარი ნებით დატოვეს „ქართული ოცნება“

14-07-2021

"ქართული ოცნების" შიდა ქართლის რეგიონული კოორდინატორი აბელ აბესაძე ხაშურში, პარტიის ყოფილი წევრების გათავისუფლების მიზეზად საკადრო გადაადგილებებს ასახელებს და „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს იმას, თითქოს ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით დატოვეს „ქართული ოცნება“, მისი თქმით, ეს ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს საკუთარი ნებით დატოვეს „ქართული ოცნება“, რაცმ მისი თქმით,  მტკნარი სიცრუეა.

„პარტია ცოცხალი ორგანიზმია და პერიოდულად საკადრო გადაადგილებები ხდება. ახლაც, წინასაარჩევნოდ, ჩვენს გუნდში რეგიონულ დონეზე გუნდის გადახალისება მიმდინარეობს. სწორედ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ხაშურშიც. გადავწყვიტეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში აქცენტი სხვა, გაცილებით მაღალი ავტორიტეტის მქონე ადამიანებზე გაგვეკეთებინა, რომლებიც პარტია „ქართული ოცნების“ სახელით იბრძოლებენ არჩევნებზე. მას შემდეგ რაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა ამ ადამიანებისთვის, ფაქტობრივად გუნდიდან გაშვებული ადამიანები შეუერთდნენ გიორგი გახარიას, ახლა ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს საკუთარი ნებით დატოვეს „ქართული ოცნება“, რაც მტკნარი სიცრუეა. ამ ყველაფრით ცდილობენ რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში“,- განაცხადა აბესაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930