გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სპეცოპერაციას წინ უძღოდა 3 თვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლითაც დადასტურდა, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები სისტემატიურად იყიდებოდა

18-05-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებისთვის კლუბებში ჩატარებული ღონისძიებების საფუძველი კიდევ ერთხელ განმარტა. 

მან მისი უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, რადგან არც ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების არ წამოდგენილა. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება. ახლა მოგახსენებთ, თუ რა უსწრებდა ამ ღონისძიებას წინ - ამ ღონისძიებას უსწრებდა დაახლოებით 3 თვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ერთმნიშვნელოვნად, ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა კლუბებში მიმდინარეობდა სისტემური სახით. ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე, პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროს და რამდენიმეჯერ ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშულებების გაყიდვას რაც პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს დაგეგმილი მოვლენაა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ საკონტროლო შესყიდვით გავქვს დაფიქსირებული სასამართლო განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე (მიმდებარე ტერიტორია არ ნიშნავს გვერდზე უბანს , ეს არის კლუბის წინ) ასევე კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც არ გვქონდა დადასტურებული შესყიდვაკ ლუბის შიგნით - ღონისძიება არ გაგვიხორციელებია. მაგალითად, ჩვენს გვაქვს გადაღებული შემთხვევა როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ხვდება ორი ახალგაზრდა. ერთი გამოდის კლუბიდან. ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე, შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, რომ „ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა“ (ხურდაზეა საუბარი), გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება - „არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებ“. შედის ყველანაირი დაცვის ავლით კლუბში, შემდეგ ამ კლუბიდან ბრუნდება , გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას. ეს ერთი შემთხვევა. მეორე - რომელიც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე, ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. როდესაც ერთერთ კლუბში გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი. ჩვეულებრივი ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად ჩნდება კითხვა- იმ შემთხვევაში როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა. მე ვფიქრობ აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს, თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, მზად ვართ გავცეთ კონკრეტული პასუხები, რამეთუ აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა, რომ მოვიქეცით სწორად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით“-განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031