გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ქალბატონო გუგული, თქვენ და ზოგჯერ პარლამენტარებიც ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებთ, რომლებიც ჩვენი მოვალეობა არაა

18-05-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თამბაქოს მოწევასთან ბრძოლა პოლიციის მოვალეობებში არ შედის.

მისივე თქმით, ამ კუთხით სამართალდამცველები იმ ენერგიასა და რესურსებს ხარჯავენ, რომლებიც სხვა საქმეს უნდა მოახმარონ.

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

 

„ქალბატონო გუგული, სამწუხაროდ, თქვენ და ზოგჯერ პარლამენტარებიც ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებთ, რომელიც არაა ჩვენი ვალდებულება, მაგალითად, თამბაქოს მოწევასთან ბრძოლა. რეალურად, საპატრულო პოლიცია ამაზე ისეთ ენერგიას, დროს და რესურს ხარჯავს, რომელიც სხვა რაღაცებს უნდა მოახმაროს“- განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე ხმაურის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაც ახსენა და განაცხადა, რომ ეს სფერო საპატრულო პოლიციის ფუნქციებში არ შედის.

„ასევე, ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლა საპატრულო პოლიციის ფუნქციონალი არაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ის ამოცანებია, რომლებიც უნდა იყოს გადაწყვეტილი, მაგრამ ამას ცოტა სხვანაირი მენეჯმენტი სჭირდება“- განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930