გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: კლუბური ნარკოტიკების ტრანზიტი ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ხდება

18-05-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს ძირითადი გამოწვევების, ნარკოტიკების გავრცელების კუთხით, ერთ-ერთი წყარო ფონიჭალა, ნარკორეალიზება ინტერნეტის საშუალებითა და ევროპიდან კლუბური ნარკომანიის ტრანზიტია. 

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

„საქართველოში დღეს რეალურად არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული არხი, პირველი ეს გახლავთ ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში იქ 10-მდე კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. ამ კუთხით, რეალურად საკმაოდ ეფექტურად, - ძირითადად მსხვილ კომპონენტზე ვმუშაობთ. მეორე ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნარკოტიკების ინტერნეტის საშუალებით გავრცელება და მესამე - კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი წყაროა და ტრანზიტი ხდება ევროპის ქვეყნებიდან“- განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031