გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

21-05-2018

თელავში 26 წლის ახალგაზრდა, სავარაუდოდ, 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცივი იარაღით დაჭრა. 
შემთხვევა სასაფლაოზე მოხდა. 
დაჭრილს დაზიანებები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ახალგაზრდას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა. 
ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„აღენიშნებოდა სამი ნაკვეთი ჭრილობა თავის, გულმკერდისა და წელის არეში. მდგომარეობა იყო მძიმე, შოკი. დაუყონებრილ იქნა გადაყვანილი საოპერაციო ბლოკში და გაკეთდა თორაპოტომია. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში“- განაცხადა ექიმმა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031