გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როგორ გამოიყურება ბერიას, შევარდნაძის და სხვა ცნობილი პირების ავტომობილები დღეს - ფოტოები ავტომუზეუმიდან

21-05-2018

თბილისში, ერთ ავტომუზეუმში ლავრენტი ბერიას, ედუარდ შევარდნაძის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და სხვა ცნობილი პირების ავტომობილებია თავმოყრილი და მათი ნახვა, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, ახლა უკვე ყველა ჩვენგანს შეუძლია.

მე-20 საუკუნის ავტომობილები საბჭოთა კავშირში ლიმიტირებული რაოდენობით გამოდიოდა და მხოლოდ თანამდებობის პირებისთვის იყო განკუთვნილი. ჩინოვნიკებისთვის განკუთვნილი ავტომობილების გარდა, საბჭოთა კავშირში სახანძრო და სახელმწიფო ინსპექციის ავტომობილებიც იწარმოებოდა, რომლებიც ასევე მუზეუმშია წარმოდგენილი.


გაზ-14 „ჩაიკა“

ავტომობილი მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოებოდა. კონკრეტულად ეს მოდელი, საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში ედუარდ შევარდნაძეს ემსახურებოდა.

გაზ-13 „ჩაიკა“

თეთრი „ჩაიკა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველის, ასლან აბაშიძის საკუთრებაში იყო. 2004 წელს, მისი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ კი ავტომობილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბალანსზე აიყვანა და აუქციონზე გაყიდა.

 

გაზ-13 „ჩაიკა“

„ჩაიკა“ მე-20 საუკუნის საქართველოში პოპულარული ავტომობილი და თავდაპირველად საბჭოთა კავშირის პირველი პირებისთვის გამოდიოდა. 1977 წლიდან კი გაზ-13 „ჩაიკა,“ რომელიც ამჟამად ავტომუზეუმში დგას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ემსახურებოდა.

 

 

გაზ მ-1

ავტომობილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცეკას პირველ მდივანს, ლავრენტი ბერიას საქართველოში ემსახურებოდა. 1937 წლიდან კი გაზ მ-1-ით ჩეკისტები გადაადგილდებოდნენ და მისი სახლის კართან გამოჩენა ოჯახისთვის ავისმომასწავებელი იყო.

ზილ 115

ზილ 115 საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნებისთვის მზადდებოდა. კონკრეტულად ეს მოდელი საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივან კონსტანტინ ჩერნენკოს ემსახურებოდა. ავტომანქანა შეჯავშნულია, საბურავები კი ტყვიაგაუმტარი. ზილ 115-ის საწყისი ფასი ამჟამად 100 000 ევროა.

 

 

 

გაზ-4

ეს პირველი საბჭოთა პიკაპია. მსოფლიოში ასეთი 5-მდე ავტომობილია შემორჩენილი, რადგან გაზ-4-ების დიდი ნაწილი ფრონტზე იყო გაწვეული და მათი უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.


 

მოსკვიჩი 412

ამ ავტომობილით მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენლები კანონდარმღვევების დასაპატიმრებლად გადაადგილდებოდნენ. მოსკვიჩი 427 „კომბი“ სახანძრო ავტომობილია, რომელიც მთავარ ცეცხლმაქრ მანქანას წინ უძღოდა და გზას უთავისუფლებდა.

 

 


 

ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031