გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
NDI საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამას იწყებს

31-08-2021

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ მაღალი დონის შეხვედრების დაწყება დააანონსა. შეხვედრები მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს.


ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, მაღალი დონის შეხვედრებს NDI-ს სახელით გაუძღვებიან: ჰოვარდ დინი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კენ უოლაკი, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი. გუნდის სხვა წევრებს შორის არიან: პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; ემი ინგლიში, საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, სენატორი ჯინ შაჰინის ოფისიდან; ჰანა თობურნი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი სპეციალისტი; კეტ ქოსგროვი, უფროსი საკანონმდებლო თანაშემწე კონგრესმენ ჯერალდ კონოლის ოფისიდან; ბენ კუპერი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელი, ევროპის, ენერგო, გარემოსდაცვითი და კიბერუსაფრთხოების საკითხების ქვეკომიტეტიდან; მელისა მუსიო, NDI-ის ევრაზიის რეგიონული თანადირექტორი; პეტ მერლო, NDI-ის არჩევნების პროგრამების დირექტორი; და ალან გილამი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი. გუნდი ვირტუალურ რეჟიმში პარტიების, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.


აღნიშნული შეხვედრები NDI-ის 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის შემუშავებული, მრავალკომპონენტიანი პროგრამის პირველ ფაზას წარმოადგენს. სექტემბრის დასაწყისში NDI საქართველოში არჩევნების გრძელვადიანი შეფასების, მცირე ზომის მისიას გააგზავნის. ინსტიტუტის გრძელვადიანი ანალიტიკოსები არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: არჩევნების ადმინისტრირება, საარჩევნო კამპანიები, საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები. სექტემბრის ბოლოს, უშუალოდ არჩევნების წინ, მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად და არჩევნებში კონსტრუქციულად მონაწილეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, NDI-ის გუნდი პარტიების, მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან, დისკუსიების მეორე ეტაპს გამართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930