გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე: ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს დამნაშავეების დასასჯელად

24-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართული მხარე ყველა მექანიზმს გამოიყენებს  არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის დამნაშავეების დასასჯელად.

ამის შესახებ აბაშიძემ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 „მე ჩემი ხმრიდან ვისაუბრე იმ რთულ ვითარებაზე რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყურადღება გავამახვილე ცნობილ მოვლენებზე, რომელიც დაკავშირებულია ტატუნაშვილის მკვლელობასთან.  ქართული მხარე ყველა მექანიზმს გამოიყენებს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა დამნაშავეები დაისაჯონ და არავის ჰქონდეს იმის ილუზია რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით ბოლომდე არ მივიყვანთ საქმეს“- განაცხადა აბაშიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციუალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართა. დიპლომატების განხილვის მთავარი საკითხი ტატუნაშვილის საქმე მკვლელობა იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930