გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

25-05-2018

მიმდინარე წლის 25-26 მაისს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. აღნიშნული ფაკულტეტის  დაარსებიდან რიგით მე-3 კონფრენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100  წლის  იუბილეს  ეძღვნება.

„ზოგადად, ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია ერთიანი სამი ჰიპოსტაზია, რომელსაც პროგრესის თანამედროვე არსი და სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია ეფუძნება“-აცხადებენ კონფერენციის ორგანიზატორები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ღონისძიებაზე  მომხსენებლები  გლობალიზაციის პირობებში ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრებენ და თავიანთ მეცნიერულ და პრაქტიკულ ხედვას წარმოადგენენ, რაც ბიზნესის  თავისუფალ განვითარების და  მისი სოციალიზაციის  საკითხებს შეუწყობს ხელს. 

„ეს არ იქნება მარტო დასაბუთებული კონცეფციების წარმოდგენა, არამედ იქნება კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლებისადმი. საბოლოოდ, კონფერენციაზე მოხდება მოწინავე შეხედულებების ურთიერთგაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება და  ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს განათლების და მეცნიერული აზრის პრიორიტეტულობას, რომლის მიზანია ბიზნესის სოციალიზაცია საზოგადოებრივი პროგრესის მისაღწევად“-აცხადებენ ორგანიზატორები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031