გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი ტოჩინოშინის წარმატებას ულოცავს

25-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სუმოისტ ტოჩინოშინის უდიდეს წარმატებს ულოცავს.


ქართველი სუმოისტის გამარჯვებებს პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.


„მინდა, ყველას მოგილოცოთ ტოჩინოშინის უდიდესი წარმატება, რაც ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იაპონიაში წარმოჩენისთვის. ჩვენმა თანამემამულემ იაპონიაში უპრეცედენტო გამარჯვებები მოიპოვა. ტოკიოში მიმდინარე პროფესიონალური სუმოს პრესტიჟულ ტურნირზე - ნაცუ ბაშოზე, ტოჩინოშინმა მე-12 სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და სუმოს ნამდვილად ცოცხალი ლეგენდა, უმაღლესი წოდების მქონე იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა. ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას მთელს საქართველოს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში - თავად ლევანს. ჩვენ გვეამაყება ჩვენი ასეთი თანამემამულე, რომელმაც უზარმაზარი ძალისხმევა და შინაგანი ენერგია აჩვენა. ალბათ, ყველამ უყურეთ ამ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის უდიდესი სიხარულის საგანი იყო.


მინდა, მე მას წარმატება ვუსურვო მომავალ კარიერაში. ტოჩინოშინი ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანია და ვუსურვებ, ასე გაეგრძელებინოს თავისი კარიერა. იგი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასე, რომ გილოცავთ“-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031