გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ პირველი გასვლითი სხდომა ქუთაისში გამართა

25-05-2018

აფხაზეთის კვირეულისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის ფარგლებში ქალაქ ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ პირველი გასვლითი სხდომა გამართა და ინდოელ ინვესტორებს უმასპინძლა. აფხაზეთის სსიპ “ბიზნესინკუბატორში” ქართულ-ინდური ჩაის მწარმოებელი კომპანია “სინერჯი ცხრა”-ს გახსნის ცერემონია და სოფელ რიონის ჩაის პირველადი გადამამუშავებელი, რეაბილიტირებული ფაბრიკის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოწვეულმა იმერეთის რეგიონში მოღვაწე დევნილმა ბიზნესმენებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები რომელიც მიზნად ისახავს ინდოელ პარტნიორებთან სხვადასხვა ბიზნესში ურთიერთობების გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. პროექტები გულისხმობს რეგიონში მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქამებას. 
“მივესალმები ყველა იმ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის დასაქმებას. ჩვენი ეკონომიკური საბჭო გააგრძელებს მუშაობას რათა მომავალშიც ხელი შეუწყოს ყველა იმ კონტაქტს რომელიც მიმართულია ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისათვის. მოხარული ვარ იმით, რომ დღეს ვიმყოფებით ქუთაისში და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი წვლილი შეგვაქვს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში”, - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ. 
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, სსიპ ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელი ალუ გამახარია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930