გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიულ საათს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში აღნიშნავენ

26-05-2018

დღეს, 26 მაისს, 17:10 წუთზე,ზუსტად იმ დროს, როცა ნოე ჟორდანიამ 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, ამერიკის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ადგილსამყოფელი ქვეყნის ღირსშესანიშნაობასთან შეიკრიბებიან და საქართველოს მოსახლეობას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავს და დამოუკიდებლობის გამოცხადებას მიულოცავენ.


აღსანიშნავია, რომ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში ნათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. სლოვენიაში, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. თურქეთში, ქალაქ ანკარაში განათდება ე.წ. "ანკარის ტყუპი ცათამბჯენი”, ასევე განათებული იქნება საუდის არაბეთში რიადის ორი ცათამბჯენი, კორეაში სეულის მუნიციპალიტეტის, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930