გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაბუნია: ჩემი ესთეტიკა, ჩემი გემოვნება, ყველაფერი რაც ჩემშია, ეფუძნება ქრისტიანობას

28-05-2018

"მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ ჩემი და ღმერთის ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო მთელი კვირის განმავლობაში, როდესაც ვუსმენ რა ვნებათა ღელვა მოჰყვა ბოლო პერიოდში ჩემს კომენტარებს რელიგიურ თემებზე, ვხვდები რომ ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არა იმას, თუ რა ვთქვი იესოს ან მარიამის შესახებ, არამედ უფრო იმას თუ როგორ ვთქვი." - გიორგი გაბუნია ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რომელიც მისი კომენტარებს მოჰყვა ღვთისმშობელზე ვრცელ განმარტებას აკეთებს:

მისი თქმით, იყო დრო, როდესაც აპირებდა თავისი თავი ღმერთისთვის მიეძღვნა მთლიანადა და ბერად აღკვეცილიყო. ის გარკვეული პერიოდი სტიქაროსანიც იყო.

"ამასობაში სკოლა დავამთავრე და დადგა უმაღლესი სასწავლებლის დრო.  მე მინდოდა სემინარიაში ჩაბარება ბუნებრივია, მაგრამ ჩემი მშობლები კატეგორიულად წავიდნენ ამის წინააღმდეგ, მათთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ჩემი მიდრეკილება განდეგილობისკენ, ამიტომ დიდხნიანი კამათის შემდეგ, დამითანხმეს რომ მესწავლა არქიტექტურა, დავთანხმდი ოღონდ შემდეგი მიზნით, გავხდებოდი არქიტექტორი და აღვადგენდი საქართველოს დანგრეულ ტაძრებს და ზოგიერთს ჩემი საკუთარი ხელითაც მოვხატავდი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა მე თვითონ ამის.." - განაცხადა გიორგი გაბუნიამ  თავის ვრცელ მონოლოგში.

"რამდენიმე წელი გავიდა სწორედ ასე და რა მოხდა შემდეგ, მე ნელ-ნელა მივხვდი რომ ამ წესებში, კანონებში, რიტუალებში, ღმერთი ვერ ვიპოვე, პირიქით დავკარგე კიდეც. ეს იყო დიდი ეჭვების და შინაგანი ბრძოლის ძალიან მტკივნეული პერიოდი, ჩემთვის სულ უფრო გაუგებარი ხდებოდა რა საჭირო იყო ღმერთთან ხალასი, უშუალო ურთიერთობის ასე შეზღუდვა, სხვადასხვა წესით და ცარჩოებით, მაშინ როდესაც ჩემთვის იესო სწორედ ასეთი ხისტი ჩარჩოების დანგრევას ქადაგებდა.

საბოლოოდ მოხდა ისე რომ მე ეკლესიაში დავკარგე ის ღმერთი, რომელიც მანამდე ასე მიყვარდა, ვიღაც მას ეკლესიაში პოულობს, მაგრამ მე პირადად დავკარგე.შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ მანამდე, ბავშვობაში მე უკვე ჩემი საკუთარი გზა მქონდა მასთან მისასვლელად ნაპოვნი და ნებისმიერ შუამავალს ბარიერად აღვიქვამდი ამ გზაზე და მე წამოვედი ეკლესიიდან.

მაგრამ, მე არასდროს ვყოფილვარ ათეისტი, ჩემთვის ათეიზმი რელიგიის ნაირსახეობაა, ეს არის რელიგია ღმერთის გარეშე, მე კი წლები დამჭირდა ღმერთთან ჩემი ურთიერთობის ხელახლა დასალაგებლად, ეს კიდევ ერთი ძალიან მძიმე, შინაგანი ძიების ხანგძლივი პროცესი იყო, ამ პერიოდში სრულიად შევიცვალე ვიზუალურადაც, ჩემი თმა გაფერადდა, ყურები დაიხვრიტა, შარვლები დაიხა და უკუღმა შემოტრიალდა, ეს ცალკე ძალიან გრძელი ისტორიაა, რომლის მოყოლის დროც აქ ახლა ნამდვილად არ არის, მაგრამ როგორც არ უნდა გამოვიყურებოდე, რასაც არ უნდა ვამბობდე, ან ვაკეთებდე, მაინც ყველაფერი რაც ჩემშია, ეფუძნება ქრისტიანობას, შეიძლება თქვენთვის ეს უცნაურად ჟღერდეს მაგრამ ეს ასეა.

ჩემი ინტერესები, ჩემი მსოფმხედველობა, ჩემი ესთეტიკა, ჩემი გემოვნება, ყველა ჩემი ჰობი, ჩემი ყველაფერი დგას ქრისტიანულ კულტურაზე, ეხება ქრისტიანობას და ტრიალებს ქრისტიანობის გარშემო, მათ შორის ცემი მკვახე იუმორიც, იმიტომ რომ მე გავიზარდე და ცამოვყალიბდი ამ წიაღში, ეს არის ცემთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საინტერესო სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს დღემდე და ყველაზე მეტად ჩემია" - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930