გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა, საქართველოს მასშტაბით 12 976 გადამხდელს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

17-09-2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (საერთო ჯამში 12 976 ობიექტი) მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს.


ზემოაღნიშნული მოთხოვნები მოიცავს: ობიექტებზე, რომელთაც ჰყავთ 10 და მეტი დასაქმებული, შესასვლელში უნდა ჩაატარონ თერმოსკრინინგი; სავაჭრო ობიექტებმა, რომლის სავაჭრო ფართობი არის 20მ2 და ნაკლები, უნდა დაუშვან სავაჭრო სივრცეში მხოლოდ 1 მომხმარებელი, ხოლო 20მ2-ის ზევით, ყოველ 20მ2  სავაჭრო ფართზე – 1 მომხმარებელი; შესასვლელში უნდა იყოს: დეზობარიერი, დამცავი გამჭვირვალე ბარიერები კი სალაროებთან და გადახდის სხვა ადგილებზე; ზედაპირების დასუფთავებისთვის უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ხსნარები; შესასვლელში და სამუშაო ადგილებზე უნდა ჰქონდეთ ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარი; ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა ჰქონდეთ დახურული კონტეინერები ასევე უნდა მიმდინარეობდეს კონტროლი პირბადის გამოყენებაზე.


შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, გაცნობითი სახის ვიზიტები, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031