საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადაა ხორავას ქუჩის საქმეში დაზარალებულებს შეხვდეს.
ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმის განხილვაში ჩართვის უფლება მხოლოდ საქმეში მონაწილე პირებს აქვთ.
„ჩემი წინადადება იყო, რომ შევხვედროდი დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და ეს წინადადება დღესაც ძალაშია. ვერცერთი გარეშე პირი, რომელიც ამ საქმეში არაა ან დაზარალებული, ან მათი ადვოკატი, ვერ ჩაერთვება ამ პროცესში. ესაა სამართლებრივი პროცესი.
საშვი დაშვებული იყო ზაზა სარალიძეზე. იგი მოვიდა გარკვეულ პირებთან ერთად, რომლებიც არ არიან ადვოკატები და ჩვენ მას განვუმარტეთ, რომ ამ პროცესში გარეშე პირები, რომლებიც არ არიან ადვოკატები, ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
ჩვენ ბრალდების მხარე და დაზარალებულები ერთ მხარეს ვართ. ჩვენი მიზანია, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება და ყველა დანაშაულის ჩამდენი დაისაჯოს უმკაცრესად“- განაცხადა შოთაძემ.