გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: რომელ ნაძირალა პროკურორს ველაპარაკო, რომელმაც ჩემი შვილის მკვლელები დამალა?!

31-05-2018

ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

 

სარალიძის  თქმით, ის შოთაძის გადადგომას ითხოვს.

 

„არავითარი შეხვედრა. ირაკლი შოთაძე დაუყოვნებლივ იქნეს გადაყენებული და პასუხისგებაში მიცემული.

არანაირი სურვილი არ მაქვს შეხვედრისა, 6 თვე ვუსმენდი ამათ. შოთაძე საჯაროდ გამოვიდეს და გამცეს პასუხი.

რომელ ნაძირალა პროკურორს ველაპარაკო, რომელმაც ჩემი შვილის მკვლელები დამალა?!“- განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა უწყების სახელით ზაზა სარალიძეს პროკურატურის შენობაში შესვლა და ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა შესთავაზა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031