გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დროებით საგამოძიებო კომისიას ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება

9-06-2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2018 წლის 7 ივნისს საქართველოს პროკურატურას წერილობით მომართა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმის მასალებთან დაკავშირებით.


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე ორი ბრალდებულის მიმართ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო ამავე შემთხვევასთან დაკავშირებული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტებზე განხილვა მიმდინარეობს ამავე სასამართლოში. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებული დანაშაულების სხვა ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დროებით საგამოძიებო კომისიას მიეცა თანხმობა კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში, სრული მოცულობით გაეცნოს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს.


საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურად ეფექტურად და მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031