გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო უწყება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს

11-06-2018

2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.


„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.


პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატებში, ბელგიის სამეფოში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოში, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიის რესპუბლიკაში, უკრაინაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში, საბერძნეთის რესპუბლიკაშ ისრაელის სახელმწიფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში მოღვაწე, 18-დან 29-წლამდე, საქართველოს მოქალაქეებს.


კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს.


სააპლიკაციო ფორმისა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს: http://gov.ge/s/02509

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031