გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10.5 %-ით გაიზარდა

12-06-2018

მიმდინარე წლის 5 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 10.5 %-ით არის გაზრდილი. სტატისტიკა გაუმჯობესებულია, როგორც გადაფრენების ასევე, აფრენა-დაფრენის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი - მაისის პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 57 919 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 5 500 ფრენით და 10.5%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე;


ბოლო ხუთი თვის განმავლობაშ შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 925 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 246 ფრენით, ანუ 5.7% -ით მეტია. აფრენა - დაფრენის რაოდენობა კი 15 994-ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3 254 ფრენით, ანუ 25.5%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია იანვრიდან მაისის ჩათვლით 16 385 340 კმ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 32 454 კმ-ით და 0,2%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, რაც შპს “საქაერონავიგაციის” მიერ დანერგილი თავისუფალი მარშრუტების კონცეფციის დადებითი შედეგია.


საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031