გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას მის მიერ იუსტიციის მინისტრის პოსტის დაკავებაზე მცდარს უწოდებს

14-06-2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან შესაძლოა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ადგილი დაიკავოს, მცდარია.

„ინფორმაცია  ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაში ვხედავ“ - წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

თამარ ჩუგოშვილი მადლობას უხდის გიორგი კვირიკაშვილს მის მიერ გაწეული სამსახურისათვის და აცხადებს, რომ მისთვის მთავარი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის  პარლამენტთან ურთიერთობა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მის მიერ გაწეული სამსახურისთვის. ჩემთვის პატივი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან მუშაობა.

რაც შეეხება ცვლილებებს, ჩემთვის მთავარია, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ურთიერთობა პარლამენტთან. მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანოსთან. ბევრად უფრო დინამიური და აქტიური უნდა იყოს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა ღიად, საზოგადოების თვალწინ, სწორედ საპარლამენტო პლატფორმებზე. 


თუ ჩვენ შევძლებთ და შევქმნით რეალურ, პასუხისმგებლიან, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ დისკუსიას და პროცესს პარლამენტში, შედეგებიც ხელშესახები იქნება ყველა სფეროში.


მე პირადად სწორედ ამ კრიტერიუმით ვაპირებ მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებას“ - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930