19-06-2018
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ირმა ნადირაშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს შეეხებოდა.
„გამოძიება ძალზედ აქტიურად მიმდინარეობს და ხაზგასმით მინდა აღვინიშნო, რომ გამოძიება არ გამორიცხავს არც ერთ მიმართულებას. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და აბსოლუტურად ტრანსპარენტულად.
შესაბამისად, ყველა ის შედეგი რომელიც დადგება ამ გამოძიების ფარგლებში იქნება ღია, სამართლიანი და მას ასევე ტრანსპარენტულად გაეცნობა ყველა ჩვენი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არც ერთ მიმართულებას არ გამოვრიცხავ, რამეთუ სასამართლო განხილვების პროცესში ბევრი დამატებითი ახალი ფაქტორი გამოვლინდა, სწორედ ამიტომ იყო პირველი გამოძიების შემდგომ გამოყოფილი ცალკე ორი საქმე რამეთუ გვესმოდა, რომ ეს იყო არასრულწლოვნების საქმე და იქ იყო გარკვეული შეზღუდვები და გარკვეული დამატებითი ინფორმაციები შესაძლებელი იყო გამოჩენილიყო სასამართლო პროცესების განმავლობაში“- განაცხადა გიორგი გახარიამ.