გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური მოდელი დაინერგება, რომელიც თითოეულ ოჯახზე აისახება

20-06-2018

განცხადებით, განახლებული მთავრობა ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს გაატარებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური მოდელი დაინერგება, რომელიც ყველა მოქალაქეზე აისახება.
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გავატარებთ ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს. ამ რეფორმების შედეგად მივიღებთ ისეთ ეკონომიკურ მოდელს, დავამკვიდრებთ ისეთ სამართლიან თამაშის წესებს, რომლებიც იქნება სამართლიანი და აისახება თითოეულ ოჯახზე, თითოეულ მოქალაქეზე. სწორედ ასე დავძლევთ სიღარიბეს და ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანსდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის“- განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერობის კანდიდატმა მცირე მთავრობის კონცეფციაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ოპერატიული და ეფექტური ბიუროკრატია.
„კიდევ ერთი პრინციპი გახლავთ მცირე მთავრობის კონცეფცია. ჩვენ გვჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს ოპერატიული, ეფექტიანი და მოქნილი ბიუროკრატია. ეს იქნება სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომელზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლი. ეს გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკის განვითარების პროცესში. ჩვენ უნდა დავნერგოთ ისეთი მოდელი, რომელიც გაზრდის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობასა და სიღარიბეს“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930