გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მეწარმეებს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ

20-06-2018

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.
მისივე თქმით, მეწარმეებს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ. 
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს კერძო სექტორს და ამ კუთხით პრიორიტეტია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, რისთვისაც განვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას.
ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელდეს, ესაა 2013 წლის 1-ელ იანვრამდე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ, გაეჩერებინათ წარმოება დავალიანების გამო, ამ დავალიანების დიდი ნაწილი წარმოქმნილია 2011-2102 წლებში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სისტემური მიდგომა, ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ის გავრცელდეს ყველა ორგანიზაციაზე, რომელსაც დაერიცხა დავალიანება და ამის გამო შეწყვიტა წარმოება.
2018 წლის ბოლომდე დაინერგება საგადასახადო ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების რეჟიმი ადამიანური რესურსის ჩართულობის გარეშე, რაც გააჯანსაღებს ბიზნესგარემოს, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით დაწესდება დამატებითი შეღავათები.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან წესებზე, ის მაგალითი, რომელსაც მე მოგიყვან ამის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა. ეს შეეხება ფარმაციის სფეროს. დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები, ჩვენი შემოთავაზება იქნება, რომ გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ს გადასახადისგან და ამით შევუქმნათ მათ თანაბარი პირობები, რომ გასწიონ კონკურენცია, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930