გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვბანესი ამოცანაა

20-06-2018

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს, შეუქცევადი უნდა გახდეს.
მისივე თქმით, ევროპასთან განათლების, ადამიანის უფლებებისა და მრავალი სხვა მიმართულებით სრული ჰარმონიაზაციაა საჭირო.
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
„ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია გავხადოთ შეუქცევადი. ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ფიზიკურ ინტეგრაციას აღნიშნულ სტრუქტურებში, არამედ ღირებულებით კავშირებს და დასავლური პრინციპებისადმი ერთგულებას. უნდა მოხდეს სრული ჰარმონიზაცია განათლების, ადამიანის უფლებებისა და მრავალი სხვა მიმართულებით. ჩვენ ამ საკითხში მიღწეული გვაქვს ძალიან დიდი წამატება, მაგრამ ამ წარმატებას სჭირდება შემდგომი განმტკიცება. ჩვენ საგარო პოლიტიკაში ვიქნებით თანმიმდევრული ევროპაში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე და გამოვიყენებთ, თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს. უზრუნველყოფთ ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას.
ჩვენ სწრაფი ტემპებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ჩვენი უნიკალური კულტურითა და თვითმყოფადობით დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს, რომელთანაც ცივილიზაციური ერთობა გვაკავშირებს.
ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვბანესი ამოცანაა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისთვის სასიცოხლო მნიშვნელობა აქვს. 
ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთალიანობის აღდგენა. ჩვენ გავაგრძელებთ კოსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. რომელიც უმნიშვნელოვანესი ფორმატია საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. პრაქტიკულად გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გასაგრძელებლად“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930