გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: გიორგი კვირიკაშვილი ჩემს ძალიან ბევრ ინიციატივას იზიარებდა და ბევრი ინიციატივა ერთობლივადაც შეგვიმუშავებია

20-06-2018

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ექს-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი მის ბევრ ინიციატივას იზიარებდა.
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„გიორგი კვირიკაშვილი ჩემს ძალიან ბევრ ინიციატივას იზიარებდა და ბევრი ინიციატივა ერთობლივადაც გაგვიკეთებია. 
ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ხედვა, რომელიც ბევრ მიმართულებას მოიცავს. ჩვენ გვჭირდება, რომ ძალიან აქტიურად განვავითაროთ სხვადასხვა კომპეტენციები“- განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიამ ბახტაძეს გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
„მე ერთი კითხვა მაქვს - ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?! რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ეს ყველა ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ, რაც მისი მოხსნა გადაწყდა?“- განაცხადა ბოკერიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930