გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს

20-06-2018

„ტოტალური თავდაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყნისთვის, რომ განავითაროს თავის შესაძლებლობები ამ მიმართულებით“-ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის საპასუხდ გააკეთა. 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იმ სამომავლო გეგმებით დაინტერესდა, რომელიც ქვეყანას ნატოსთან დაახლოებაში და თავსებადობის გაზრდაში დაეხმარება. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესს ახალ ეტაპზე აიყვანს, რის შემდეგაც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელობაზე დეტალუად თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა ტაქტიკური შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის აშშ-ის მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "სტინგერების" გადმოცემაზე. საუბარი ასევე შეეხო გერმანულ მხარესთან კონტრმობილურობის საკითხს, რომელიც მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

ლევან იზორიას თქმით, ტიტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სხვადასხვა სამხედრო სწავლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ რეფორმების შედეგად საქართველო კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ნატოს სტანდარტებს.

დღეს ქუთაისში საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასახელებული მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარსდგა. მამუკა ბახტაძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა გააცნო. რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა მთავრობის წარმომადგენლებს კითხვები დაუსვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031