გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სარჯველაძე: მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, ეხილათ საქართველო, მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია

13-04-2022

ანგარიშში ასევე არის გადმოცემული ინფორმაცია ისეთი ფაქტების შესახებ, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ან/და პოლიტიკური ინტერესით ხასიათდება და რომელთან დაკავშირებითაც პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოგვისმენია- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო მინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, შესაძლებელია გადაჭრით ითქვას, რომ თუ არა ყველა, უდიდეს უმრავლესობა შემთხვევებში, მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, რომ ეხილათ საქართველო, მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია.

 

"ანგარიში უპირატესად შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე. ანუ, იქ, სადაც საკმარისი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ ადილი ჰქონდა დარღვევას, ანგარიშში მითითებულია, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ან სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სახზე იყო დარღვევა. ასეთი ვითარება ნაციონალური მოძრაობისა დამისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. „პოლიტიკური პატიმრობის“ საკითხთან დაკავშირებითაც არის" - განაცხადა სარჯველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930