გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის პროგრამა სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს

29-04-2022

თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპკურსი 2022“იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები  ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსშიგაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი.

 

მნიშვნელოვანი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს.  წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან.

 

  • როგორ დავიწყო სტარტაპი - შოთა გიორგობიანი
  • როგორ დავგეგმოთ mvp - ლაშა ყანჩაველი
  • როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს - დავით ჩეჩელაშვილი
  • სტარტაპის ბიზნესმოდელი - თორნიკე ჩხაიძე
  • მდგრადი განვითარება - ოთო ბერიშვილი
  • სტარტაპის ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე
  • ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
  • მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში- ნიკა გვახარია
  • ინვესტიციების მოზიდვა - დავით ჩიხლაძე

 

სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო „რუმს თბილისი“, საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.

 

სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930