გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეიდან მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვა სავალდებულოა

25-06-2018

25 ივნისიდან კომპანიის მენეჯმენტის მიერ მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით განკარგულება გაიცა.

ამის შესახებ კომპანია თბილისის მიკროავტობუსის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი:


"მოგახსენებთ რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გაგრილების სისტემის შეკეთება-გამოცვლისთვის დახარჯულმა თანხამ 480 000 ლარი შეადგინა. კომპანიასრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში კონდენციონერი მუშაობს და უმორჩილესად ვთხოვთ ყველამომხმარებელს, მიკროავტობუსში გაგრილების სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი შეგვატყობინოს ცხელ ხაზზე 032 2 200 340 ; ასევე გაცნობებთ რომ კონდენცირების სისტემის ჩართვით მომატებულ საწვავის ხარჯს "თბილისის მიკროავტობუსი" ანაზღაურებს კომპანიის ბიუჯეტიდან და ყველა ის მძღოლი, რომელზეც მონიტორინგის სამსახური განსაკუთრებით ცხელ დღეებში არ დააფიქსირებს მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიებს, წახალისებული იქნება კომპანიის მიერ",-ნათქვამია განცხადებაში.



pia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930