გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

27-06-2018

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, კიდევ ერთ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვა მაჭავარიანის ქუჩაზე, 12 223 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ცხადდება.


„ეს ადამიანები წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინებს ელოდებიან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ეს პრობლემა მოვუგვაროთ. ის 3500 ოჯახი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. კიდევერთ ლოკაციაზე - მაჭავარიანის ქუჩაზე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, იმისთვის, რომ პროცესში სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები ჩაერთონ. გამარჯვებული იქნება ის, ვინც მერიასმინიმუმ 5000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართს გადმოსცემს, რათა ჯამში დაახლოებით, 80 ოჯახი დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების გარდა, მერია სხვა გამოწვევების დაძლევაზეც მუშაობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031