გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: 30 დღის ვადაში პასუხისგებაში მიეცა ცხრა ადამიანი და აქედან შვიდი პატიმრობაშია

27-06-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარზე ყველა კითხვას გავცემთ პასუხს - საზოგადოება დარწმუნდა, რომ მხოლოდ სიმართლისდადგენა გვაინტერესებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

“მინდა აკაკი ბობოხიძეს ვუპასუხო, რომელმაც თქვა: - დუმილი ძვირი დაგიჯდებათო. ბატონო კაკო! მგონი უხმო რეჟიმში უყურებთ საგამოძიებო კომისიის სხდომებს. თუ შეიძლება დამიდასტუროთ, მართლა ხმა გაქვთ თუ არა ჩართული - დუმილი ჰქვია იმ სამუშაო პროცესს, რაც კომისიაში მიდის?! კომისიის ყველა წევრს გვაქვს კონკრეტული კითხვები და საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ სიმართლის დადგენა გვაინტერესებს. რაც უკვე აშკარად გამოიკვეთა არის ის, რომ რეალურად 30 დღის ვადაში არის ჩატარებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეში დევს და რაზეც მტკიცებულებები არის შეკრებილი, პასუხისგებაში მიცემულია ცხრა ადამიანი და აქედან შვიდი პატიმრობაშია. შედეგი ეს არის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930