გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - პირველად მოხდა ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება

29-06-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის" ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ მეციში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მასალების, მეტალურგიისა და პროცესების ტექნოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს (The Technological Research Institute for Materials, Metallurgy and Processes (IRT M2P)) შორის ხელი მოეწერა „ერთობლივი კვლევისა და ლიცენზირების ხელშეკრულებას".

IRT M2P წარმოადგენს ფრანგულ კვლევით ინსტიტუტს, რომელიც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობს საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, ენერგეტიკის, თავდაცვის, მასალების წარმოებისა და სხვა სფეროებში. ინსტიტუტი ფინანსდება საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიების მიერ ერთობლივად.

IRT M2P საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიების დაფინანსების საშუალებით აქტიურად იმუშავებს სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან ერთად, რათა განავითარონ და აამაღლონ ქართული ტექნოლოგიის ტექნოლოგიური მზაობა, რისი დაფინანსებაც სრულიად ფრანგული მხარისგან მოხდება. 4 ფრანგული კომპანია უკვე დაინტერესებულია ამ პროცესის დაფინანსებით, ხოლო 50% დაფინანსდება საფრანგეთის მთავრობის მიერ. აგრეთვე, IRT M2P უზრუნველყოფს ზემოხსენებული ქართული ტექნოლოგიის დანერგვასა და ლიცენზიით გადაცემას ფრანგული ინდუსტრიული კომპანიებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება და მოხდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სამეცნიერო სექტორისთვის.

„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განხორციელდა - პირველად მოხდა ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება. ეს საშუალებას მისცემს ჩვენი ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს მეტად განავითარონ და აამაღლონ ქართული ტექნოლოგიის მიღწევები. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართული ტექნოლოგიის ერთობლივად განვითარების შემდგომ, ფრანგული და ქართული კვლევითი ინსტიტუტები ერთობლივად იქნებიან ტექნოლოგიისა და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930