გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსთავში ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღო

6-07-2018

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.


არსებული ცნობით, ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. ფაქტს, სააგენტოს თქმით, თავად დაზარალებული ადასტურებს.


მოხმარებულ ნარკოტიკს შორის, მარიხუანას გარდა, სავარაუდოდ სხვა საშუალებაც იყო, რის გამოც, გონება დაკარგეს და ცუდად გახდნენ. ახალგაზრდა კაცმა 112-ში დარეკვა მოასწრო.


გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს ბინაში 2 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728